წესები და პირობები

წესები და პირობები

წესები და პირობები



ბოლო განახლების თარიღი : 31.07.2025

ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვის ხელშეკრულება:

 

ერთის მხრივ შპს „ჩაინათუმი“, შემდგომში საფოსტო კომპანია, ვებ-გვერდი: www.china2me.ge , ტელ: 0322 197 888 მისამართი: სათაო ოფისი ქ.თბილისი, ცოტნე დადიანის N107 და მეორეს მხრივ მომხმარებელი: ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც სარგებლობს შპს „ჩაინათუმის“-ს გადაზიდვის სერვისით და მინიჭებული აქვს მომხმარებლის შვიდნიშნა ნომერი, რომელიც დაფიქსირებულია ტვირთის ჩამოსვლისას თანდართულ საერთო კომერციულ ინვოისში, საბაჟო დოკუმენტაციაში და შპს „ჩაინათუმის “ მონაცემთა ბაზაში, დებენ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე და მომხმარებელი თავის მხრივ ეთანხმება მას საფოსტო კომპანიის საიტზე www.china2me.ge რეგისტრაციის დროს წესების და პირობების გრაფაში თანხმობის ღილაკის მონიშვნით და კომპანიისგან მომსახურების მიღებით. მომხმარებელი ადასტურებს, რომ რეგისტრაციის პროცედურების დაწყებამდე გაეცნო, ეთანხმება, სრულად მიიღო და იღებს ვალდებულებას შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები რომელიც განსაზღვრულია წინამდებარე ხელშეკრულებით და ვებგვერდზე გამოქვეყნებული წესების ერთობლიობით .

 

ხელშეკრულების საგანი

1.1 ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს საფოსტო კომპანიის საწყობიდან (რომელიც მდებარეობს ჩინეთში – ქალაქ შენჟენში), შემკვეთის მიერ გადაგზავნილი და საწყობის მიერ მიღებული ტვირთის საქართველოში გადაზიდვის მომსახურების გაწევა, ხოლო, მომხმარებელი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად კომპანიას უხდის მომსახურების ანაზღაურებას.

1.2 საფოსტო კომპანიის მომხმარებლის რეგისტრაცია უფასოა და ნებაყოფლობითი. რეგისტრაცია ხორციელდება ვებ-გვერდზე www.china2me.ge. მომსახურების პირობები საჯაროა. საფოსტო კომპანიის მომსახურებით სარგებლობა ნიშნავს, რომ მომხმარებელი დაეთანხმა აღნიშნული ხელშეკრულების პირობებს, მხოლოდ მისი გაცნობის შემდეგ.

 

 

ტრანსპორტირების ღირებულება, ამანათის წონის დამრგვალება და გადახდა

2.1 მომსახურების ღირებულება განისაზღვრება საფოსტო კომპანიის ჩინეთის საწყობში მომხმარებლის შეკვეთის ჩაბარების დღეს საფოსტო კომპანიის ვებგვერდზე განთავსებული ტარიფების შესაბამისად და დაანგარიშდება საფოსტო კომპანიის ვებ-გვერდზე WWW.CHINA2ME.GE რეისის გაცემის დღისთვის არსებული თი–ბი–სი ბანკის დოლარის შესყიდვის კურსით ლარებში. თუ შეფუთულ მდგომარეობაში ამანათის მოცულობითი წონა (სიგრძე * სიგანე * სიმაღლე / 6000 - სანტიმეტრებში) აღემატება შეფუთულ მდგომარეობაში ამანათის რეალურ წონას ,გამოიყენება ტრანსპორტირების ღირებულების გამოანგარიშების საერთაშორისო წესი, რომელიც ითვალისწინებს ღირებულების გადახდას მოცულობით და რეალურ წონებს შორის მაქსიმალურით.

2.2კომპანია უფლებამოსილია ცალმხრივად შეცვალოს მომსახურების ღირებულება, რის შესახებაც მომხმარებელს ეცნობება SMS შეტყობინებით, რეგისტრაციის დროს მითითებულ ნომერზე, ან www.china2me.ge-ს ვებ-გვერდზე შეტყობინების სახით , რომელიც ავტომატურად გაიხსნება მომხმარებლის პირად გვერდზე ავტორიზაციისთანავე.

2.3 სავალდებულოა გადახდა განხორციელდეს მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით მითითებული გადახდის მეთოდებით:

 

china2me.ge-ს ვებ-გვერდიდან საბანკო ბარათის მეშვეობით

საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვით

აპარატებზე ჩარიცხვით (თიბისი ფეი, ფეიბოქსი)

თიბისის ინტერნეტ/მობაილბანკის მეშვეობით

2.4 საჰაერო და სახმელეთო ტრანსორტირების შემთხ ვევაში წონის დამრგვალება ხდება 100 გრამამდე, 101 გრამიდან დაანგარიშდება ზუსტი ან მოცულობითი წონით (მოცულობითი წონის გამოთვლის ფორმულა მოცემულია პუნქტში 2.1).

2.5 ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს ტვირთების ჩამოსვლიდან არაუგვიანეს 30 კალენდარულ დღეში.

2.7 იმ შემთხვევაში, თუ მიღებული ამანათის/ტვირთის მოცულობითი ან რეალური წონა 10კგ-ს აჭარბებს, კომპანიას უფლება აქვს შეაჩეროს ჩინეთიდან ამანათის/ტვირთის გამოგზავნა საავანსო თანხის ჩარიცხვამდე.

2.8 როდესაც კომპანია შეაჩერებს ამანათს/ტვირთს ჩინეთის საწყობში 2.7 პუნქტის მიხედვით, საავანსო თანხის მოთხოვნა ხდება კომპანიის ვებ-გვერდზე შეტყობინების სახით , საკონტაქტო ნომერზე სმს შეტყობინებით , ელ.ფოსტით ან ოპერატორის მხრიდან სატელეფონო კომუნიკაციით . საავანსო თანხის მომხმარებლის ბალანსზე ასახვის შემდეგ, ტვირთი რიგითობის მიხედვით გამოიგზავნება მომდევნო რეისზე, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც მომხმარებლის ბალანსი რიგით პირველ ამანათზე ნაკლებია, შეჩერებული ამანათები არ გამოიგზავნება მანამ, სანამ თანხის ბალანსი მომხმარებლის ანგარიშზე არ გადააჭარბებს საავანსო თანხის ოდენობას. ერთზე მეტი ამანათის გაჩერების შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია დროულად შეავსოს ბალანსი ჩაინათუმი-ს პირად გვერდზე ყველა ამანათისთვის.

 

 

შემკვეთი ანუ მომხმარებელი ვალდებულია:

4.1 დროულად მოახდინოს ამანათების დადეკლარირება და საბაჟო რეგულაციებიდან გამომდინარე საჭიროების შემთხვევაში მიაწოდოს დამატებით მოთხოვნილი დოკუმენტაცია საფოსტო კომპანიას ტვირთის შესახებ.

4.2 საფრთხისშემცველი ცეცხლსაშიში ტვირთის, მალფუჭებადი სახეობის ან ისეთი ტვირთის არსებობისას, რომელიც საჭიროებს სპეციალურ პირობებს ტრანსპორტირებისას შემკვეთი წინასწარ უნდა შეუთანხმდეს საფოსტო კომპანიას და მხოლოდ საფოსტო კომპანიისგან თანხმობის შემდგომ მოახდინოს ტვირთის ჩინეთის საწყობში გაგზავნა.

4.3 4.2 პუნქტში განმარტებული ტვირთი, რომლის შესახებ არ იცოდა კომპანიამ, შეიძლება ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას გადმოიტვირთოს, განადგურდეს ან გაუვნებელდეს ზიანის ანაზღაურების მოვალეობის დაუკისრებლად.

4.4 შემკვეთი ვალდებულია ამანათის მიღებისას გადაამოწმოს ამანათის შიგთავსი., წონა და ამანათების რაოდენობა. ოფისიდან გასვლის შემდეგ პროდუქციის ხილვადი დაზიანების შესახებ პრეტენზიები აღარ განიხილება და საფოსტო კომპანია არ აიღებს პასუხისმგებლობას ამანათში არსებული პროდუქციის შესაძლო დაზიანებაზე ან დანაკლისზე.

 

 

საკურიერო მომსახურება

5.1 მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს საკურიერო მომსახურების სერვისით მთელი საქართველოს მასშტაბით.

5.2 კურიერის მომსახურების ღირებულება ყოველ 0-15 კგ-მდე ნებისმიერი რაოდენობის, ერთი მომხმარებლისთვის მისატან ამანათზე შეადგენს თბილისის მასშტაბით 6 ლარს. 15-20კგმდე -10 ლარს, 20-40კგ-მდე - 20 ლარი. მიწოდების ვადა სერვისის შევსებიდან 1-2 სამუშაო დღე.

5.3 საკურიერო სერვისი რეგიონებში (ბათუმი, ხაშური, ფოთი, გორი, გურჯაანი, კასპი, ქარელი, ქუთაისი, საგარეჯო, სიღნაღი, თელავი, წყალტუბო, ზესტაფონი, მარტვილი, აბაშა, ბაღდათი, გარდაბანი, ლანჩხუთი, მარნეული, მცხეთა, ოზურგეთი, ქობულეთი, რუსთავი, სამტრედია, ვანი, ხონი, ზუგდიდი, სენაკი, ლაგოდეხი, ამბროლაური, ყვარელი, შუახევი, ჩხოროწყუ, თიანეთი, ხარაგაული, ხელვაჩაური, ხობი, თეთრიწყარო, საჩხერე, თერჯოლა, ბოლნისი, ონი, ჭიათურა, დმანისი, წალენჯიხა, ბორჯომი, ლენტეხი, მესტია, ტყიბული, ქედა, სტეფანწმინდა, ცაგერი, ახმეტა, ასპინძა, ხულო, ახალქალაქი, ახალციხე, ნინოწმინდა, ჩოხატაური, წალკა, ადიგენი, დედოფლისწყარო, დუშეთი) ხორციელდება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. რეგიონული საკურიერო მომსახურება სრულდება მომხმარებლის მოთხოვნით, ამანათების მართვის გვერდიდან. რეგიონული საკურიერო მომსახურების ღირებულება ყოველ 5 კგ-მდე ნებისმიერი რაოდენობის, ერთი მომხმარებლისთვის მისატან ამანათზე შეადგენს 12 ლარს. 5 კგ-დან 10 კგ.მდე - 17 ლარს. 10-15კგ-მდე - 23 ლარს, 15-20კგ-მდე - 28ლარს. ამანათის ჩაბარების სავარაუდო დრო საკურიერო სერვისის შევსებიდან 2-3 სამუშაო დღე.

 

 

საკურიერო კომპანიის მხრიდან შესაძლებელია მოხდეს ტარიფების ცვლილება, რის შესახებაც მომხმარებელს მიეწოდება ინფორმაცია www.china2me.ge ვებ-გვერდზე ავტორიზაციის გავლისას ან ვებ-გვერდზე განთავსებული სიახლეებიდან.

5.4 საკურიერო მომსახურებით სარგებლობისთვის აუცილებელია წინასწარ ყველა გადასახდელი ინვოისის გადახდა და ბალანსზე დამატებით საკურიერო მომსახურების ღირებულების ჩარიცხვა.

5.5 კურიერს ამანათი მიაქვს მომხმარებლის მიერ სისტემაში დაფიქსირებულ მისამართზე მხოლოდ ერთხელ.

5.6 იმ შემთხვევაში თუ კურიერი ვერ უკავშირდება მომხმარებელს და ვერ მოხდება მისამართზე მიტანილი ამანათის ჩაბარება , შეკვეთა დაბრუნდება კომპანიის სათაო ფილიალში რის შემდეგაც მომხმარებელმა თავიდან უნდა დააფიქსიროს მოთხოვნა მიტანის სერვისზე და საკურიეროს თანხაც თავიდან უნდა გადაიხადოს ან თავად გაიტანოს ამანათი/ამანათები ფილიალიდან.

5.7 მომხმარებლის მიერ საკურიერო მიწოდებით მიტანილი ამანათის არჩაბარების შემთხვევაში კომპანია იხსნის მისი მეორედ მიტანის პასუხისმგებლობას.

5.8 კურიერი არ აიტანს ამანათს სართულებზე.

5.9 აღნიშნული ტარიფები და პირობები ექვემდებარება განახლებას რის შესახებაც კომპანია ვალდებულია წინასწარ აცნობოს მომხმარებელს.

 

 

მესამე პირის მიერ ამანათის/ამანათების გატანა

ამანათის მესამე პირის მიერ გატანის შემთხვევაში შესრულებული უნდა იყოს შემდეგი მოთხოვნები :

6.1 გამტანმა პირმა თან უნდა იქონიოს თავისი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი

6.2 www.china2me.ge-ს ვებ-გვერდზე ამანათის მფლობელის მიერ შევსებული უნდა იყოს გამტანი პირის ველი სადაც უნდა მიუთითოს გამტანი პირის ვინაობა იმ ამანათებზე რომლებიც სურს რომ გაიტანოს მესამე პირმა.

 

 

შემნახველი ბოქსით სარგებლობის პირობები

7.1 საფოსტო კომპანიის თვითმომსახურების შემნახველი ბოქსი წარმოადგენს საკეტიან კარადებს, რომლის საშუალებითაც, მომხმარებელს შეუძლია ამანათის მიღება მასზე სპეციალური ოთხნიშნა კოდის შეეყვანით დღისა და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში , არასამუშაო საათებში ან შაბათ-კვირას.

7.2 შემნახველი ბოქსის კოდი იგზავნება როგორც SMS-ით, მომხმარებელზე დაფიქსირებული ტელეფონის ნომერზე , ასევე კომპანიის ვებ-გვერდზე www.china2me.ge- ს მომხმარებლის შიდა პანელში შეტყობინების საშუალებით;

7.3 მომხმარებელი ვალდებულია მობილური ტელეფონის ნომერი www.china2me-ს პირად პანელში მიუთითოს სწორად, ტელეფონის ნომრის შეცვლის შემთხვევაში კი უზრუნველყოს მისი განახლება;

7.4 კოდი ეგზავნება მხოლოდ მომხმარებელს და მომხმარებელი პასუხისმგებელია მის კონფიდენციალობაზე ან დაკარგვაზე;

7.5 მიმდინარე კოდი უქმდება მას შემდეგ რაც მომხმარებელი გაიტანს ყველა ამანათს;

7.6 თუ კოდის მიღების შემდეგ მომხმარებელი დაკარგავს მას, იგი ვალდებულია აცნობოს კომპანიას აღნიშნულის შესახებ და მოითხოვოს კოდის შეცვლა სამუშაო საათებში.

7.7 შეკვეთის გაფორმება შესაძლებელია ჩვენს ნებისმიერ ფილიალში არსებულ ამანათზე . შეკვეთა უნდა გაფორმდეს CHINA2ME-ს ვებ-გვერდიდან.

 

ისნის და გლდანის ფილიალების შემთხვევაში სამუშაო დღეებში ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით დღის 17:00 საათამდე ,შაბათს 11:00 საათამდე .

ნაძალადევის ფილიალში არსებული ამანათების შემთხვევაში შეკვეთა შესაძლებელია დაფიქსირდეს ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 19:00 საათამდე ,ხოლო შაბათს 13:00 საათამდე

 

7.8 შემნახველი ბოქსები ფუნქციონირებს საფოსტო კომპანიის ნაძალადევის ფილიალთან.მისამართი ც.დადიანის ქ. #107.

7.9 ბოქსებში ამანათის/ამანათების შენახვის ტარიფია 2ლარი და ამანათი ბოქსში ინახება მისი განთავსებიდან 48 საათის განმავლობაში .48 საათის გასვლის შემდგომ გაუტანელი ამანათები რჩება ნაძალადევის ფილიალში, რომლის გატანას მომხმარებელი შეძლებს ფილიალიდან სამუშაო საათებში, ან ბოქსის თავიდან დაჯავშნის მეშვეობით.

7.10 შემნახველი ბოქსის თანხას საიტი ავტომატურად ჩამოჭრის ბალანსიდან განაცხადის შევსების დასრულებისთანავე .

7.11. ბოქსიდან ამანათის მიღებისას მომხმარებელს არ სჭირდება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა ან ამანათის მიღების ხელმოწერა;

7.12. მესამე პირის მიერ ამანათის მიღება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას გააჩნია ამანათის მიმღების ნებართვა და შესაბამისი ბოქსის კოდი;

7.13. მესამე პირისთვის ბოქსის კოდის გადაცემა წარმოადგენს მისი მფლობელის პასუხისმგებლობას. მესამე პირზე ბოქსის კოდის გადაცემის შემთხვევაში კომპანია იხსნის პასუხისმგებელობას;

7.14. ბოქსიდან ამანათების მიღებისას პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ ოპერატორს;

7.15. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ბოქსების რაოდენობა და ზომები შეზღუდულია , ამიტომ მოცულობით დიდი ან ბევრი ამანათის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია წინასწარ აცნობოს ოპერატორს.

 

 

ამანათის მიღება კომპანიის ჩინეთის მისამართზე

8.1 მისამართზე მისულად ითვლება მხოლოდ ის ამანათი, რომელსაც საფოსტო კომპანიის ან ონლაინ მაღაზიის ვებ-გვერდზე აქვს ჩაბარებულის სტატუსი და ჩაბარება დადასტურებული იქნება შესაბამისი დოკუმენტით

8.1.1 დოკუმენტზე აღნიშნული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერა ფურცელზე ან ელექტრონულ მოწყობილობაზე.ჩაბარების დოკუმენტის გამოთხოვნა შეგიძლიათ გამომგზავნისგან (მომწოდებლისგან).

8.2 მომხმარებელს პირად ვებ-გვერდზე www.china2me-ზე ჩინეთის საწყობში ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით მიტანილი ამანათი აესახება 24 საათის განმავლობაში, შაბათ-კვირას, აგრეთვე არასამუშაო დღეებში მიტანილი ამანათების ასახვა მოხდება სამუშაო დღეების განახლებისას.

8.2.1 იმ შემთხვევაში თუ საფოსტო კომპანიის ან ონლაინ მაღაზიის ვებ-გვერდზე ამანათს მინიჭებული აქვს ჩაბარებულის სტატუსი, მაგრამ მომხმარებელს პირად ვებ-გვერდზე ამანათის თრექინგ კოდი არ გამოუჩნდა 8.2 პუნქტში ნახსენები ვადის გასვლის შემდგომ , ეს ნიშნავს, რომ ამანათი ფიზიკურად არ მიუტანია ჩინურ ფოსტას, გამყიდველს არ გამოუგზავნია ან გაურკვევლად არის შემოსული საწყობში (მომხმარებლის ინდივიდუალური ოთახის ნომრის ,იგივე ID-ის გარეშე). ამ შემთხვევაში მოხმარებელი ვალდებულია მაქსიმუმ 30 კალენდარული დღის განმავლობაში დაუკავშირდეს საფოსტო კომპანიის ოპერატორს თრეკინგ კოდის გადამოწმების და ამანათის მოძიების მიზნით.

8.2.2 საფოსტო კომპანია არ იღებს ვალდებულებას იმ ამანათებზე, რომელიც ფიზიკურად არ მისულა ჩინეთის საწყობში, თუნდაც საფოსტო კომპანიის ან ონლაინ მაღაზიის ვებ-გვერდზე ამანათს ჰქონდეს „ჩაბარებული“-ს სტატუსი.სადაო სიტუაციის შემთხვევაში, კომპანია და ასევე მისი პარტნიორი ჩინური კომპანია, რომელიც ოპერირებს ჩინეთში ქალაქ ჰუადონგში დაუდასტურებს გამომგზავნ კომპანიას და ჩინურ ფოსტას წერილობით ან ფაქსის სახით, რომ ამანათი ფიზიკურად არ მისულა საწყობის მოქმედ მისამართზე .

8.3 თუკი ჩინეთის საწყობში ადგილობრივი კურიერული კომპანიის მიერ ამანათის მიტანის საკითხი გახდება სადავო მომხმარებლის მხრიდან, საფოსტო კომპანია, მომხმარებელთა მხარდაჭერისა და ზრუნვის მიზნით, პრეტენზიის დაფიქსირებიდან 2 კვირის ვადაში განახორციელებს ამანათის მოძიებისა და მიკვლევადობის ღონისძიებებს. ამ ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ დადასტურებულად ჩაითვლება, რომ ამანათი არ არის მიტანილი ჩინეთის საწყობში.

 

 

ამანათის გადაცემა მომხმარებლისთვის

9.1. ამანათის მომხმარებლისთვის გადაცემისას მომხმარებელი ვალდებულია კომპანიის უფლებამოსილ პირს წარუდგინოს თავისი პირადობის დამადასტურებელი საბუთი (ID ბარათი ან პასპორტი) .

9.2. სამეთვალყურეო კამერებში ჩანაწერის გადამოწმებაზე მოთხოვნის დაფიქსირება შესაძლებელია ამანათის გატანიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში.

9.4. ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მომხმარებელმა ამანათი უნდა გაიტანოს ამანათის საქართველოში ჩამოსვლიდან და კომპანიის მიერ მომხმარებლისთვის SMS შეტყობინების გაგზავნიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში. ამ პუნქტით განსაზღვრული 30 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ მომხმარებელი კარგავს უფლებას კომპანიისაგან მოითხოვოს ამანათის გადაცემა.

9.5. მომხმარებელი ათვითცნობიერებს და ეთანხმება იმ გარემოებას, რომ ამანათის შენახვისას ვერ იქნება დაცული კონკრეტული ამანათის შენახვისათვის საჭირო რეჟიმი. შესაბამისად მომხმარებელი უარს აცხადებს მოითხოვოს კომპანიისაგან ის ზიანი, რომელიც მომხმარებელს შეიძლება მიადგეს ამანათის არასათანადო შენახვით.

9.6 თუ შენახვის ვადა აღემატება ხელშეკრულების 9.4 პუნქტში მითითებულ ვადას კომპანია უფლებამოსილია არ გასცეს მომხმარებელზე ამანათი და გადასცეს სახემწიფოს.

9.7. კომპანია უფლებამოსილია არ გადასცეს მომხმარებელს ამანათი:

9.7.1. იმ შემთხვევაშიც, თუ მომხმარებელს გააჩნია კომპანიის დავალიანება გადასაცემ ნივთზე.

9.7.2 თუ საბაჟო ორგანო უარს აცხადებს ამანათი მისცეს კომპანიას ან/და მომხმარებელს.

9.8. თუ ამანათის მომხმარებლისთვის გადაცემა ვერ მოხდა მისი საქართველოში გამოგზავნიდან ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, კომპანიას დამატებით ეძლევა 20 (ოცი) სამუშაო დღე ამანათის შესახებ ინფორმაციის მოძიებისათვის. თუ ამ პუნქტით განსაზღვრულ, დამატებით ვადაში ვერ მოხერხდა ამანათის შესახებ ინფორმაციის მოძიება, კომპანია ატყობინებს მომხმარებელს აღნიშნულ გარემოებას. ასეთი შეტყობინების მომხმარებლის მიერ მიღების მომენტიდან ითვლება, რომ ადგილი აქვს ამანათის ან მისი ნაწილის დაკარგვას და კომპანია ვალდებულია მომხმარებელს აუნაზღაუროს ზიანი ამანათის საინვოისო ღირებულების ოდენობით , ამანათის შესყიდვის დღეს არსებული ეროვნული ბანკის კურსის შესაბამისად ლარში. ზიანის ანაზღაურების თანხა კომპანიამ მომხმარებელს უნდა გადაუხადოს ამ პუნქტით განსაზღვრული შეტყობინების მიღებიდან მაქსიმუმ 20 სამუშაო დღის განმავლობაში.

9.9 ნივთის ანაზღაურება არ მოხდება ამანათის სრულყოფილი ინვოისის წარდგენის გარეშე, სადაც მითითებული უნდა იყოს ნივთის დასახელება, თრექინგ კოდი , თანხა , ვალუტა , მომწოდებლის შესახებ ინფორმაცია.

9.10 კომპანიის მხრიდან ანაზღაურება არ მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი მომხმარებელს www.china2me.ge -ს პირად კაბინეტში უფიქსირდება ტრანსპორტირების დავალიანება , ანაზღაურება მოხდება მხოლოდ დავალიანების სრულად დაფარვის შემდგომ .

 

 

პროდუქცია რომლის ტრანსპორტირებაც აკრძალულია

10.1 მომხმარებლის მხრიდან აკრძალული პროდუქციის გამოგზავნის შემთხვევაში კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას პროდუქციის საქართველოში გამოგზავნაზე ან უცხოეთში საბაჟოს მხრიდან პროდუქციის კონფისკაციაზე.

10.2 იმ შემთვევაში თუ მომხმარებელი მაინც გაგზავნის აკრძალულ პროდუქციას საფოსტო კომპანიის მიერ მომხმარებლისთვის გადაცემულ ჩინეთის მისამართზე, კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას ამანათის გამომგზავნ მაღაზიასთან ან კერძო პირთან ამანათის დაბრუნებაზე. აღნიშნული დარღვევა ჩაითვლება მომსახურების პირობების დარღვევად, რაც გამოიწვევს მომსახურების უპირობო შეწყვეტას და მომხმარებლისთვის საჯარიმო სანქციების დაკისრებას, რაც განისაზღვრება კომპანიისთვის მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობით (ასეთის დადგომის შემთხვევაში).

10.3 იხილეთ არძალული ნივთების ჩამონათვალი:

 

 

სითხე და მისი შემცველი ნივთები

ფხვნილი და მისი შემცველი ნივთები

პარფიუმერია, კოსმეტიკა (ფრჩხილის ლაქი, კრემები , მალამოები და ა.შ)

კოსმეტოლოგიაში გამოსაყენებელი ინვენტარი

მცენარეები და მცენარის თესლი, მიწა

ელემენტი და მისი შემცველი ნივთები

ელექტრონიკა, რომელიც მუშაობს ელემენტზე მაგრამ არ მოყვება ელემენტი

ბასრი სახის ნივთები , ცივი, ცეცხლსასროლი იარაღები და მათი ნაწილები, ასევე პნევმატური იარაღები.

ფეთქებადი, აალებადი, ტოქსიკური ნივთიერებები, სხვადასხვა საღებავები.

საკვები პროდუქცია, საკვები დანამატები, მალფუჭებადი პროდუქცია.

ნარკოტიკული ნივთიერება ან ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარე

ნებისმიერი სახის მედიკამენტები.

ცოცხალი ცხოველები, ფრინველები, თევზები, მღრღნელენი და ა.შ.

ოქრო, ვერცხლი, რეალური ფული, მონეტები და ბანკნოტები.

ნებისმიერი სახის დატუმბული ბალონი და ნებისმიერი ზომის, სახის ელექტრო შოკერი

მაგნიტი, მაგნიტის შემცველი პროდუქცია

ფასიანი ქაღალდები

მოქმედი კუპიურა ან მონეტა

სპრეი, პულივიზატორი, დეზადორი, აეროზოლი

ელექტრო სიგარეტები და ა.შ

 

10.3.1 აღნიშნული ნუსხის განახლება წარმოებს საჭიროებისამებრ.

10.4 SAMSUNG-ის და IPHONE-ის ლოგოიანი პროდუქციის ჩამოტანის შემთხვევაში, საბაჟოზე მოხდება მისი კონფისკაცია.



სხვა შეზღუდვები და პირობები

11.1 მომხმარებლის ან ნებისმიერი მოქალაქის მხრიდან, შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამოყენება, კომპანიის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება, დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელება, სხვა საფოსტო კომპანიის პირდაპირი ან ირიბი რეკლამირება, როგორც ელ–ფოსტით, ასევე ტელეფონზე, ჩათით ან თანამშრომლების მიმართ პირადად, ასევე კომპანიის ფეისბუკის გვერდზე და ბლოგის გვერდზე გამოიწვევს მომხმარებლის ან გამოვლენილი მოქალაქის სერვისის დაუყოვნებლივ და უპირობო შეწყვეტას, ხოლო კომპანიის ფეისბუკის ან ბლოგის გვერდებიდან მის მიერ გავრცელებული ტექსტის ან კომენტარის გაუქმებას და ბლოკირებას.

11.2 კომპანია უფლებას იტოვებს უარი თქვას სერვისის მიწოდებაზე იმ პირებისთვის და კომპანიებისთვის, რომლებიც წარმოადგენენ სხვა საფოსტო კომპანიას, არიან მათი დამფუძნებლები, დირექტორები თუ სხვა მენეჯმენტის რგოლში მომუშავე პირები.

11.3 ყველა ინფორმაცია და პირობა რომელიც www.china2me.ge-ს ვებ–გვერდზეა განთავსებული, მათ შორის ტექსტური მასალა ხშირად დასმულ კითხვების განყოფილებიდან და მომსახურების პირობების გვერდიდან ნამდვილია და წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. მომსახურების პირობები ითვლება კომპანიასა და მომხმარებელს შორის დადებულ შეთანხმებად.

11.4 საფოსტო კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას ჩინეთიდან საქართველოში ამანათის ტრანსპორტირებაზე თუ პროდუქციის გამოწერისას მომხმარებელი დაუშვებს შეცდომას და ჩინურ მისამართს მიუთითებს არასრულად ან არასწორად. მომხმარებლის მხრიდან მისამართის ცვლილება დაუშვებელია და ის უნდა ჩაიწეროს ზუსტად ისე, როგორც მოცემულია მომხმარებლის გვერდზე.

11.5 კომპანია ვალდებულებას იღებს კლიენტთან მხოლოდ იმ სერვისებზე, რაც აღწერილია მომსახურების პირობების გვერდზე.

11.6 კომპანია უფლებას იტოვებს მოახდინოს მომხმარებელთან ურთიერთობის ჩაწერა და დამახსოვრება ინტერნეტის, სატელეკომუნიკაციო თუ ვიდეო სამეთვალყურეო სისტემების ყველა სახეობის საშუალებით, მათ შორის ელ–ფოსტით გამოგზავნილი წერილების, ჩათით ან ტელეფონით საუბრები, ფეისბუქის თუ ბლოგის კომენტარები, რაც შესაძლოა კომპანიამ გამოიყენოს მისი უფლებების დაცვის მიზნით მომხმარებელთან სასამართლო ან სხვა დავის წარმოქმნის შემთხვევაში.

11.7 მომხმარებელი ეთანხმება, რომ მის მიერ ამანათის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტები (პირადობა, პასპორტი, ბანკის ქვითარი, გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, პროდუქციის შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი და სხვა ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც გადაზიდულ ამანათთან არის დაკავშირებული) არის უტყუარი და ამ დოკუმენტების ნამდვილობაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება მომხმარებელს.

11.8 კომპანია ჩაინათუმი უფლებას იტოვებს მართოს საიტზე მომხმარებლის მიერ შევსებული პირადი ინფორმაცია. მომხმარებლის პირადი ინფორმაცია დაცულია. კომპანია „ჩაინათუმი“ არ გადასცემს მესამე მხარეს მომხმარებლის შესახებ რაიმე სახის ინფორმაციას სასამართლო დადგენილების გარეშე.

11.9 კომპანია უფლებას იტოვებს კლიენტის წინასწარი ინფორმირების შემდეგ, მასთან შეთანხმების გარეშე, შეცვალოს მომსახურების მიწოდების პირობები ან შეუწყვიტოს მომხმარებელს მომსახურების მიწოდება.

11.10 მომხმარებლის სახელი და გვარის შეცვლა რეგისტრაციის შემდეგ აღარ ხდება, კომპანიის მხრიდან შესაბამისი ინსტრუქციების გარეშე. ინსტრუქციები გულისხმობს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენას ოფისში, ელ-ფოსტაზე დადასტურებას და სხვა.

11.11 ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან ერთად, მომხმარებლისა და საფოსტო კომპანიის უფლება-მოვალეობები რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად

11.12 „ჩაინათუმი“ პასუხისმგებლობას იხსნის ფორსმაჟორული სიტუაციების გამო(სტიქიური უბედურებების , კატასტროფების , საომარი მოქმედებიბის და ა.შ) ტრანსპორტირების დაგვიანებაზე ან ამანათის დაკარგვაზე



მომხმარებელი ვალდებულია

12.1 დროულად (48 საათის განმავლობაში) დაადეკლარიროს მისი ამანათი „ჩაინათუმი“-ს ვებ-გვერდზე.შემოსავლების სამსახურის ახალი წესების მიხედვით დეკლარირებაში ამანათის მიმღების მიერ არასწორად მითითებული ღირებულების შემთხვევაში გათვალისწინებულია საჯარიმო სანქციები

12.2 თუ ამანათს არ ეკუთნის განბაჟება (მისი ღირებულება არ ცდება 300 ლარს ან არ აქვს კომერციული დანიშნულება) მაგრამ კლიენტს მაინც სურს მისი განბაჟება, დეკლარაციის შევსების დროს უნდა მონიშნოს ღილაკი "მსურს განბაჟება"

12.2.1 მომხმარებელი ვალდებულია დეკლარაციაში მითითებული მონაცემების სისწორეზე

12.2.2 დეკლარაციის არასწორად შევსების შემთხვევაში მომხმარებელი უნდა დაუკავშირდეს ჩაინათუმი-ს ოპერატორებს და დააკორექტირებინოს შეცდომა ამანათის საქართველოში ჩამოსვლამდე.

 

 

განბაჟება:

13.1 საქართველოს საბაჟო კოდექსის მიხედვით ჩაინათუმის–ს ვებ–გვერდზე სავალდებულოა ნივთის დეკლარირება(ნივთის გამომგზავნის, ნივთის დასახელების, ნივთის სახეობის და ფასის მითითება). ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება მომხმარებელს.

იმ შემთხვევაში, თუ ამანათი არ იქნება დეკლარირებული მისი ჩამოსვლის მომენტში, იგი დაყოვნდება საბაჟოზე 5 სამუშაო დღის განმავლობაში.

იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული 5 სამუშაო დღის განმავლობაში, თქვენს მიერ არ მოხდება ამანათის დეკლარირება, ამანათი ავტომატურად გადაეცემა სახელმწიფოს შემდგომი განკარგვისთვის. გაითვალისწინეთ, თუ მომხმარებლის სახელზე საზღვარს კვეთს რამდენიმე ამანათი, ხოლო დაუდეკლარირებელია მხოლოდ ნაწილი, საბაჟო დაუდეკლარირებელ ამანათებთან ერთად აჩერებს მომხმარებლის დადეკლარირებულ ამანათებსაც. 5 სამუშაო დღიანი პერიოდის გასვლის შემდეგ კი კანონის მიხედვით ყველა ამანათი ერთად გადადის სახელმწიფოს მფლობელობაში.

13.2 სავალდებულოა კომპანია „ჩაინათუმი“–ს მომსახურების გადახდა განბაჟების პროცედურების დაწყებამდე.

13.2.1 ტრანსპორტირების თანხის გადახდა სავალდებულოა იმ შემთხვევაშიც , თუკი მომხმარებელი ვერ წარადგენს განბაჟებისთვის საჭირო დოკუმენტაციას და ამანათების გადაცემა მოხდება სახელმწიფოზე.

13.3 განსაბაჟებელი ამანათების დოკუმენტაციის მომზადებას უზრუნველყოფს კომპანიის უფლებამოსილი პირი-დეკლარანტი.

13.4 განსაბაჟებელი ამანათების დოკუმენტაციის მომზადების თანხა კომპანიის მხრიდან განისაზღვრება 0 ლარით თითოეულ დეკლარაციაზე.

საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის გაფორმების საფასური, შეადგენს :

300-დან 3 000 ლარამდე ღირებულების საქონელზე – 20 ლარი

3 000-დან 10 000 ლარამდე ღირებულების საქონელზე – 100 ლარი

10 000 ლარზე მეტი ღირებულების საქონელზე – 300 ლარი

საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს შემდეგ სახაზინო კოდზე: 707017021. დანიშნულებაში უნდა მიეთითოს გზავნილის ნომერი.

13.5 იმ შემთხვევაში, თუ საბაჟო სამსახური ან ფინანსთა სამინისტრო დააკისრებს საჯარიმო სანქციას საფოსტო კომპანიას, მომხმარებლის მიერ მომსახურების პირობების მთლიანად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის გამო (მაგ.: პროდუქციის არასრული ან არაზუსტი დეკლარირება), საფოსტო კომპანია უფლებას იტოვებს აღნიშნული ჯარიმის გადახდა დააკისროს მომხმარებელს.

 

 

რა შემთხვევაში ექვემდებარება გზავნილი განბაჟებას

თუ მისი ღირებულება არის 300 ლარი ან აღემატება 300ლარს

თუკი თქვენ ერთ რეისზე გაქვთ რამოდენიმე ამანათი ,რომელთა ღირებულება ცალ-ცალკე არ ცდება 300 ლარს, მაგრამ მათი ჯამური ღირებულება არის 300 ლარი ან მეტი ყველა ამანათი დაექვემდებარება განბაჟებას.

ერთი ამანათის წონა არის 30 კგ და მეტი თუნდაც 300 ლარზე ნაკლები იყოს მისი ღირებულება, ასევე დაექვემდებარება განბაჟებას.

ზოგიერთ შემთხვევაში ,თუნდაც ამანათის ღირებულება იყოს 300 ლარზე ნაკლები და ერთ ამანათში დევს 3-ზე მეტი ერთგვარი ნივთი (მაგ.: 4 ფეხსაცმელი, ოთხივე შავი და ოთხივე 40 ზომა) მებაჟეს შეუძლია მიიჩნიოს ეს გზავნილი კომერციულად და არა პირადი დანიშნულებისთვის და დაუქვემდებაროს განბაჟებას.

აღნიშნული 300 ლარამდე და 30 კილოგრამამდე დაბეგვრის მეთოდი არ ეხება იურიდიულ პირებს.

თუ თქვენ ერთ რეისზე გაქვთ 300 ლარის და მეტის ღირებულების ამანათი,ასევე 30კგ ან მეტი წონის ამანათი და იგივე რეისზე გექნებათ სხვა ამანათი/ები თუნდაც 1 ლარის ღირებულების ისიც ავტომატურად დაექვემდებარება განბაჟებას.

აგრეთვე, გზავნილი განბაჟებას ექვემდებარება მებაჟის გადაწყვეტილების მიხედვით,შემდეგი ნიშნებით:

როდესაც თქვენ აწარმოებთ ამანათების ონლაინ გამოწერას იქნება ეს კონკრეტულად ერთი საფოსტო გადამზიდისგან თუ რამოდენიმე საფოსტო გადამზიდისგან ერთად ან დროის სხვადასხვა მონაკვეთში, თქვენს მიერ გამოწერილი ამანათები თქვენს სახელზე ისახება შემოსავლების სამსახურის ბაზაში და დგება თქვენი გამოწერების ისტორია (მაგ.: რა რაოდენობის ამანათი გამოწერეთ ბოლო ერთ თვეში ან წელში) რაზეც წვდომა აქვს მებაჟეს

თუკი ერთ რომელიმე რეისზე თქვენ გექნებათ გარკვეული რაოდენობის ამანათი (მაგ.: 10,20,30) შესაძლოა მებაჟე დაინტერესდეს ასევე თქვენი გამოწერების ისტორიით თუ რა სიხშირით იწერთ ამანათებს, რის საფუძველზეც მებაჟეს შეუძლია მიიჩნიოს თქვენს მიერ გამოწერილი ამანათები კომერციულად და დაუქვემდებაროს განბაჟებას

როგორ მოვიქცე თუ ჩემი ამანათები არ არის კომერციული,მაგრამ მებაჟემ ის კომერციულად მიიჩნია და დაუქვემდებარა განბაჟებას

უნდა წარადგინოთ შესყიდვის ინვოისები, სადაც ნივთის რაოდენობით და მონაცემებით შეძლებთ დაამტკიცოთ ,რომ ნივთი არის პირადი მოხმარების(მაგ.: ერთნაირი ზომის სხვადასხვა ტიპის პიჯაკები, ფეხსაცმელი ან შარვალი რაზეც დაადასტურებთ რომ აღნიშნული ზომის ტანისამოსი თქვენი პირადი გამოყენებისთვისაა).

საბაჟო გადასახადი შეადგენს პროდუქციის ღირებულების და ტრანსპორტირების ჯამის 18%-ს.

 

 

ავია რეისების განრიგი, გადახდის და ამანათის მიღების პერიოდი

15.1ჩინეთის საწყობი მუშაობს ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით. ჩინეთიდან რეისები იგზავნება კვირაში 2-ჯერ.

15.2 ტრანსპორტირების საშუალო ხანგრძლივობა შეადგენს რეისის გამოგზავნიდან 10-14 სამუშაო დღეს.

15.3 ტრანსპორტირების ღირებულების ინვოისი აისახება პირად კაბინეტში ჩამოსული რეისის გაცემის დაწყებისთანავე.

15.4 აღნიშნული ავიარეისების განრიგი არ არის ფიქსირებული და კომპანია პასუხისმგებლობას არ იღებს ფორსმაჟორული სიტუაციების შემთხვევაში რეისების დაგვიანებაზე (მაგ.: რთული მეტეოროლოგიური პირობები, ავია კომპანიის მიერ გაუქმებული ან შეცვლილი განრიგი და ა.შ.), ასევე დღესასწაულებთან დაკავშირებულ გადატვირთვებზე ავია კომპანიებში.

 

ამანათის ანაზღაურება

16.1 ჩინეთის საწყობში ჩაბარებული გზავნილის დაკარგვის ან გაუჩინარების შემთხვევაში, კომპანია სრულად იღებს პასუხისმგებლობას.

16.2 ზიანის ანაზღაურება მოხდება იმ შემთხვევაში თუ დგინდება ტვირთის / ცალკეული გზავნილის ტრანსპორტირების დროს დაზიანება რაზეც მეტყველებს გარეგანი დაზიანებები.

16.3 ანაზღაურება არ მოხდება თუ ამანათი დაზიანებული მივიდა საწყობში. ამანათის დაზიანებულ მდგომარეობაში მიღების შესახებ მომხმარებელს ეცნობება მის გამოგზავნამდე ელ-ფოსტის და სმს შეტყობინების საშუალებით და განესაზღვრება გონივრული ვადა ამანათის ტრანსპორტირების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად.

16.4 მომსახურება არ გავრცელდება შემდეგი სახის პროდუქციაზე: (მაგ. შუშა, ეკრანი, ჭურჭელი, ფაიფური, ჭაღი, ბრა და ა.შ.), იმ შემთხვევაში თუკი :

ამანათი არ არის ტრანსპორტირებისთვის სათანადოდ შეფუთული. სათანადოდ შეფუთულ ამანათში იგულისხმება ხის კარკასებში მოთავსება ხის ე.წ ფანერის ყუთებში მოთავსება ან დიდი რაოდენობით სქელი პენოპლასტით შეფუთვა.

16.5 ზარალის დადგომის შემთხვევაში, ასანაზღაურებელი თანხა ლიმიტირებულია ტრანსპორტირების გადახდილ ღირებულებას დამატებული პროდუქციის ღირებულებით, რაც პროდუქციის შესყიდვის დამადასტურებელ დოკუმენტშია აღნიშნული და არ აღემატება მომხმარებლის მიერ დეკლარირებისას მითითებულ თანხას.

16.6 ზარალის შემთხვევაში, თანხის ანაზღაურება მოხდება რეისის ჩამოსვლიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ხდება.

16.7 კომპანია იხსნის პასუხისმგებლობას გამყიდველის მიერ 16.4 პუნქტში აღწერილ არასათანადოდ შეფუთულ ამანათებზე, რომლებიც ვერ გაუძლებს დიდ მანძილზე ტონობით ტვირთის ზეწოლას ტრანსპორტირებისას. (შესაძლებელია წინასწარ კონსულტაციის გავლა კომპანიის წარმომადგენლებთან იმის თაობაზე თუ რა სახით შეაფუთინოს მომხმარებელმა ამანათი მომწოდებელს .

16.8 ანაზღაურების დადგომის შემთხვევაში , ანაზღაურება მოხდება მხოლოდ მომხმარებლის მხრიდან წარმოდგენილი ინვოისის საფუძველზე.

 

მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის

032 2 197 888

ქ.თბილისი, ცოტნე დადიანის N107 / ქ.თბილისი, გლდანი 1-ელი მკრ. 23ბ. კრპ. / ქ.თბილისი, ისანი, ნავთლუღის N3 (მეტრო ისანთან) ქ.ქუთაისი ლადო ასათიანის 139

china2me.ge@gmail.com